logo
ENG



"ყველაფერს დავამტკიცებთ" - მიშა მშვილდაძე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

12 სექ 202312:36
3 წუთის საკითხავი
 
"ყველაფერს დავამტკიცებთ" - მიშა მშვილდაძე სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

მას შემდეგ, რაც სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა, დაზარალებული დავას საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელებას აპირებს.

მშვილდაძე აღნიშნავს, რომ აშკარა იყო არაერთი ხარვეზი და გაუგებრობა ოფიციალური უწყებების მხრიდან. საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებშიც დადგინდა, თუმცა მიუხედავად ამისა, გამოძიება სათანადოდ მაინც არ წარიმართა.

"მოკლედ ამ საქმეს მე და ჩემი ადვოკატი წავიღებთ საერთაშორისო სასამართლოშიც და იქ დავამტკიცებთ ყველაფერს და ასე ერთ წელიწადში გეტყვით სტრასბურგზეც, გაქოცდნენ ეგენიც საბოლოოდ თუ არა", - წერს ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.

***

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. 

5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.

 

 


close დახურვა